სასტუმრო აკვამარინის - საიჯარო ხელშეკრუკების გაფორმება ****

ჯინო ჰოლდინგის გენერალური დირექტორი დოქტორ ნოდარი გიორგაძე და ფარუკ იუსუფ ხალილ ალ-მოიედი- ბაჰრეინში დაფუძნებული კომპანია Gulf Hotels Group BSC-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ გააფორმეს AKVAMARIN Hotel - GINO Paradise Tbilisi **** საიჯარო ხელშეკრულება. Gulf Hotel Group BSC არის შეზღუდული პასუხისმგებლობის მქონე კომპანია ბაჰრეინში, რომელიც ,ოღვაწეობს ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში. კომპანია ფლობს და მართავს უამრავ შიდა და საერთაშორისო დასასვენებელ კურორტს, როგორიცაა Gulf Hotel Bahrain, Gulf Executive Residence და Ocean Paradise Resort - ზანზიბარი, ტანზანიის რესპუბლიკა. მას ასევე ეკუთვნის Gulf Convention Center, რომელიც მასპინძლობს კონფერენციებს, გამოფენებს, გალა ვახშმებს, ბანკეტებსა და ქორწილებს. მაგრამ ამით არაფერი იცვლება ჩვენი მფლობელებისთვის, ჩვენთან გაგრძელდება საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება. ჩვენ გვჯერა, რომ ასეთი სტრატეგიული პარტნიორის შემოსვლა სასტუმროს ოპერირებაში დაგვეხმარება გავხადოთ ის უფრო მიმზიდველი სხვადასხვა ქვეყნის დამსვენებლებისათვის.